LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ კაც პოლიტიკოსებს, აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ“: ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

94
ქალი დეპუტატები

პარლამენტის ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ქვეყანაში შექმნილ ფემიციდის მძიმე შემთხვევებზე ისაუბრეს.

ქალმა დეპუტატებმა მოუწოდეს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეიცვალოს მუშაობა კანონმდებლობის ცვლილებაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების საკითხებს ეხება.

მათ ასევე ხაზგასმით მოუწოდეს მამაკაც პოლიტიკოსებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ხმა აიმაღლონ.

„ჩვენ მაინც ვდგავართ ძალიან შემაშფოთებელი რეალობის წინაშე: გვაქვს ფემიციდის შემაძრწუნებელი შემთხვევები, გვაქვს ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევა და ჯერ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური რანგის დონეზე დაყენებული საკითხი ფემიციდთან ბრძოლის ნაწილში.

გაერო: ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს

„ჩვენ ერთად ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად, რაც ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში.“

არ გვაქვს ქალთა ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული სერვისები, არ გვაქვს მათი სოციალური გაძლიერებისა და ეკონომიკური პროგრამები და ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან მძიმე ფესვგადგმული სტერეოტიპები, რომელიც ბევრ ქალს უკვე სიცოცხლის ფასად დაუჯდა“, – განაცხადა ქალ დეპუტატთა ერთობლივ ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ფემიციდთან და ძალადობასთან საბრძოლველად, მხოლოდ ცალკეული უწყებების კოორდინირებული მუშაობა საკმარისი არ არის და მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც ამ საკითხს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს.

„ასევე, განსაკუთრებით გვინდა მოვუწოდოთ მამაკაც პოლიტიკოსებს, რომ აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს, ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე ვდგავართ – 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სისტემა წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ ამ დანაშაულზე, კანონში, ცივილური და სამართლიანი განმარტება იყოს შემოტანილი.

შს მინისტრის მოადგილე თერჯოლაში მომხდარზე: უმძიმესი ტრაგედიაა, ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი

ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ გადადგას, მაგრამ ამავდროულად, არის ბევრი სხვა თემა, სადაც კოორდინირებული ძალისხმევა უნდა იყოს.

სხვა შემთხვევაში, მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილებაც ვერ მოიტანს იმ მდგრად ცვლილებებს საზოგადოებასა და სახელმწიფოში, რამაც ქალები და მათი სიცოცხლე ძალადობისგან უნდა დაიცვას.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g