LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ ქალებსა და მამაკაცებს, შემოიტანეთ განაცხადი და გახდით კოსმოსური გმირები“ – „ნასა“ და Space Hero კოსმოსში პირველ რეალითი შოუს გადაიღებენ

49
page

კოსმოსური ხომალდები, კომპიუტერზე მოთამაშე მაიმუნები, მთვარეზე ნაკვეთი და მარსზე გაყიდული პირველი სახლი, დიახ ეს ის რეალობაა. ამას უწინ მხოლოდ ფილმებში ვხედავდით და რეალობად მისი ქცევა ვერც კი წარმოგვედგინა.

მარსზე პირველი სახლი გაიყიდა – ფასი  500 000 დოლარია
ფოტო: Virgin Galactic-მა ახალი კოსმოსური ხომალდი წარადგინა

ყოველივე ამას კოსმოსური რეალითი შოუც დაემატა. „ნასა“ და Space Hero ერთმანეთთან თანამშრომლობთ დაინტერესდნენ და კოსმოსში პირველი რეალითი შოუს გადაღებას აპირებენ.

ოფიციალური განცხადების  მიხედვით, რეალითი შოუ კონკურსისთვის 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს იწვევს. პირველი ფრენები  2023 წლისთვის იგეგმება. რეალითი შოუ 24/7-ზე სიხშირით, ლაივსტრიმით გადაიცემა. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.

„მოვუწოდებთ ქალებსა და მამაკაცებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოიტანონ განაცხადი და გახდნენ კოსმოსური გმირები“– ამის შესახებ Space Hero-ს დამფუძნებელი, დებორა სასი აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები