Virgin Galactic მესამე თაობის ახალი კოსმოსური ხომალდი VSS (Virgin SpaceShip) წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ახალ მოდელს Imagine კომპანიის მეორე თაობის ხომალდებისგან სარკისებრი კორპუსი განასხვავებს, ის ფრენისას ფერს გარემოს მიხედვით შეიცვლის.
ახალი მოდელის ტესტირება მიწაზე უკვე დაწყებულია, ზაფხულში კი მას ჰაერშიც გამოცდიან.
შგახსენებთ, კომპანია Virgin Galactic მილიარდერ რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის.