LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

66
ევროკავშირის-ოფისი

„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით“, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

„#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g