LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმად დამწუხრებული ვართ ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო… ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას…“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

227
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ირაკლი კობახიძე: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას”, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ბათუმში უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო – განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო….

Posted by European Union in Georgia on კვირა, 16 თებერვალი, 2025