LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწევისთვის თავის დანებება ადამიანს “აჭკვიანებს”

76

მოწევა ტვინის მუშაობას აფერხებს, ამიტომ შოტლანდიელი მეცნიერები ურჩევენ მწეველებს, მავნე ჩვევა მალე მოიშორონ. ედინბურგის პროფესორები ამბობენ, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემთხვევაში ადამიანის აზროვნება უმჯობესდება.

სპეციალისტებმა კვლევებით დაასკვნეს, რომ მოწევა ტვინის დაბერების პროცესს აჩქარებს და შესაძლოა, აზროვნება შეაფერხოს, უფრო კონკრეტულად კი – ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს რაიმეს დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების გადაჭრა.

მოწევა აჩქარებს ტვინის ქერქის გათხელებას. ტვინის ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის მეხსიერებაში, მეტყველებასა და ყურადღებაში.

იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი მოწევას თავს დაანებებს, ტვინის ქერქი აღდგენას დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g