LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწოდებული ვართ ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე – ღარიბაშვილი

68
publika.ge--1-16-1024x682

“ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ.

როგორც ღარიბაშვილმა მედიას განუცხადა, ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მისივე თქმით, შარლ მიშელის ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მუშაობა ერთად, პარლამენტში გააგრძელონ.

“ჩვენ მზად ვართ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ეს უნდა იქნას ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით ჩვენი პოზიცია, მათ შორის, დავაფიქსირე შარლ მიშელთან, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები.

ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

“ურთიერთკომპრომისი გარდაუვალია, ეს არ ნიშნავს, სამი დაგითმე და მოდი ორზე უარი თქვი” – სერგო ჩიხლაძის პროგნოზით, შეთანხმების კონტურები მალე გამოიკვეთება

ბოლო დღეებში ოპოზიცია დესტრუქციული მანერით ცდილობს ხელი არ შეუწყოს მოლაპარაკების პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკრული. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს.

მთელი ცივილიზებული ევროპის და, უშუალოდ, შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანა არის, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება შემდეგ დღეებში”.- აცხადებს პრემიერი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g