Mercedes-Benz-მა სუპერქარ AMG GT-ის ბაზაზე პირველი სარბოლო ავტომობილის გამოსახულება გამოაქვეყნა. სიახლე კატეგორია GT4-სთვის მოამზადეს, სადაც დაიშვებიან ავტომობილები მინიმალური ”გაუმჯობესებით”. ავტომობილიო მზად მომავალი სეზონის დასაწყისში იქნება.
დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიახლე სატრეკო R მოდიფიკაციაზე დაყრდნობით აიგება. სერიული სუპერქარი 585 ძალიანი ოთხცილინდრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავით დაკომპლექტდება. ავტომობილი ნულიდან ას კილომეტრს 3,6 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 318 კილომეტრ/საათია.
GT4-ის ევროპის ჩემპიონატზე, რომლის მთელ სეზონზე მონაწილეობაც 15 000 ევრო ღირს, სპეციალურად მომზადებული BMW M4, Porsche Cayman და 911, KTM X-BOW, Aston Martin Vantage, Chevrolet Camaro, Lotus Evora, Ford Mustang და Nissan 370Z გამოვლენ.
ჩემპიონატი ექვსი რბოლისგან შედგება. ახალი სეზონი იტალიაში 1 აპრილს, Misano World Circuit Marco Simoncelli-ის ავტოდრომზე დაიწყება.