LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როგორ გამოიყურება Mercedes–ის ახალი SL-ის სალონი

131
newmecedessl

Mercedes-AMG–ის დანაყოფმა მომავლის თაობის SL–ის სალონის ფოტოები გამოაქვეყნა. ახალი მოდელისთვის ცხელი კონცეფცია hyperanalogue მოიფიქრეს, რაც გეომეტრიისა და „ციფრების“ მიქსს წარმოადგენს. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ თუ რაზეა საუბარი, საკმარისია მოწყობილობების პანელს შეხედოთ. განსხვავებით წინამორბედი მოდელებისგან, ეს ელემენტი ახალ SL-ში ძველ სტილშია შესრულებული და ძალიან საინტერესოდაც გამოიყურება.

ერთი შეხედვით ეს პანელი თითქოს დიზაინის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია – თუმცა რა თქმა უნდა, ბრენდმა ეს სპეციალურად გააკეთა. როგორც Mercedes-AMG–ის წარმომადგენელმა დააზუსტა – ეს არის ლეგენდის გაცოცხლება, თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

არანაკლებ საინტერესო გამოვიდა სხვა ელემენტებიც და მათ უკეთ დათვალიერებას გალერეაში შეძლებთ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომობილის მრავალფეროვნებისთვის მწარმოებელი ჰიბრიდულ ვერსიასაც გამოუშვებს და ელექტრონულ მოდიფიკაციას მთელი 800 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები