მოზარდ მაყურებელთა თეატრს მაყურებლისთვის ბევრი სასიამოვნო სიახლე აქვს. თეატრი სასწავლო წლის დაწყებას პატარებს მუსიკალური სპექტაკლის, “შოუ ზღაპართა ქვეყანაში”-ს მეშვეობით მიულოცავს და 15-დან 22 სექტემბრამდე გასტროლებს საგარეჯოში, თელავში, პანკისის ხეობასა და გორში მოაწყობს.
19-22 სექტემბერს დასი საერთაშორისო გასტროლით აზერბაიჯანში გაემგზავრება ქალაქ შეკის მეორე თეატრალურ ფესტივალზე და მაყურებელს თოჯინურ სპექტაკლ “სევილიელ დალაქს” წარუდგენს.
გარდა ამისა, 90 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება 4 ოქტომბერს პრემიერით გაიხსნება.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ვიხილავთ: დიმიტრი ღვთისიაშვილის მიერ დადგმულ “აურზაური არაფრის გამო”-ს თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში, ბოიჩევის პიესის “პოლკოვნიკი და ჩიტების” პრემიერას თამაზ იმნაძის რეჟისორობით, დიმიტრი ხვთისიაშვილის “ღამესა და თუთიყუშს”, ასევე ნორვეგიისა და სომხეთის თეატრალური დასების სპექტაკლებს, „ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარს“ (ქართულ და რუსულ ენებზე), „სარჩობელაზედ“-ს, ”პეპი გრძელი წინდასა“ და „შვლის ნუკრის ნაამბობს“.
თეატრის სიახლეთა დასტა კი გვირგვინდება იმ ამბით, რომ განახლდა დიდი და მცირე დარბაზები, გრიმის ოთახები და განხორციელდა ფოიეს რეკონსტრუქცია.