LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მოზარდის ქცევა უმიზეზოდ არ იცვლება” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ხასიათის ცვალებადობა, აგრესიულობა, ჩაკეტილობა…გარდატეხის ასაკში მოზარდებს ეს თვისებები ხშირად ახასიათებთ. ეს არის პერიოდი, რომელიც არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც რთული გადასალახია. გარდატეხის ასაკი სწრაფი ცვლილებების პერიოდია, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი  თვალსაზრისით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ პერიოდში მოზარდები ყველაფერს განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან, ისინი თვითგამორკვევას ცდილობენ და ხშირად გონიათ, რომ მათი არავის ესმის, მათ შორის არც მშობლებს.

როგორ უნდა დაეხმაროთ გარდატეხის ასაკში მოზარდს, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა კრიზისულ სიტუაცაში.  7 რჩევას ფსიქოლოგ ლევან ზარდალიშვილისგან მიიღებთ.

 

  1. მშობლებმა უნდა გაიარონ ტრენინგები, იმისთვის რომ ბავშვის განვითარების ეტაპები შეისწავლონ და სწორი კომუნიკაციის პრინციპები ჩამოიყალიბონ.
  2. ბავშვის აღზრდა მნიშვნელოვანი მისიაა, აუცილებელია ორივე მშობელი მზად იყოს შვილის გაჩენისა და აღზრდისთვის.
  3. ყველა ბავშვი უნიკალურია, ამიტომ მოზარდს მოექეცით როგორც ინდივიდს და გაითვალისწინეთ მისი პიროვნება.
  4. აღზრდის დროს ეცადეთ გამოიყენოთ პოზიტიური განმტკიცების პრინციპი. გახსოვდეთ ნაწილაკი ”არა” არაცნობიერისთვის ძნელი გასაგებია. მოზარდს უთხარით რა უნდა გააკეთოს და ნუ ეტყვით ”რა არ უნდა გააკეთოს”.
  5. იზრუნეთ იმაზე, რომ მოზარდს განუვითაროთ ადექვატური თვითშეფასების უნარი და ეცადეთ არ გაუღვივოთ არასრულფასოვნების კომპლესი
  6. მიაქციეთ ყურადღება ცვლილებებს მოზარდის ქცევაში, ბავშვის ქცევა უმიზეზოდ არასდროს იცვლება.
  7. თუ ცვლილებები ბავშვის ქცევაში საგანგაშოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g