LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა ტვინის შეშუპება დაეწყო – მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

239
95

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ისრაელიდან მოწვეული ექიმი საუბრობს. ექიმის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღე გადაწყვეტს ვითარებას.

მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

“მოზარდი ამჟამადაც კრიტიკულ მდგომარეობაშია, მომდევნო 4-5 დღეში ვნახავთ, შეძლებს თუ არა მიღებული ტრავმის დაძლევას. ვუტარებთ შესაბამის მკურნალობას და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად,“ – აცხადებს ისრაელიდან მოწვეული ექიმი, ზიონ ზიბლი.

შეგახსენებთ, რომ “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

მწვანე სკოლის დირექტორი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g