,,ვეკითხები იმ ,,ვაი პატრიოტებს“ რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში?“ – ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, სოციალურ ქსელში 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას წერს და ამასთანავე რადიკალური დაჯგუფებების წევრებს კითხვით მიმართავს.
„5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ „ვაი პატრიოტებს“ – რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.
მეცოდება თქვენი შვილებიც… ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო!“ – წერს ჯულიეტა ჭანტურია „ფეისბუქზე.“