LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ ნუგზარ ყურაშვილს შარდის ბუშტი გადაუნერგეს: „სერიალ „ცხელი ძაღლის“ მოყვარულებმა და მთავრობამ დამაფინანსეს…“

298
ნუგზარ ყურაშვილი

ნუგზარ ყურაშვილს შარდის ბუშტის სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს. მან შეძლო და ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციას გადის, თუმცა თეატრს უკვე დაუბრუნდა.

ის ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გადატანილი განსაცდელის შესახებ საუბრობს:

„ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ, მთლად კარგად ვერ ვარ. ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, მაგრამ მეტასტაზებმა ორგანიზმში გასვლა ვერ მოასწრო. თურქეთში, კლინიკაში ორი თვე ვიწექი, შარდის ბუშტი გადამინერგეს. ჩემი მკურნალობა 48 000 დოლარი დაჯდა.

თურქეთში ოპერაციის თანხები სად მოიძიეთ, ვინმემ დაგაფინანსათ?

მთავრობამ და სერიალ „ცხელის ძაღლის“ მოყვარულებმა. ამ სერიალში ჩემი გმირი, უჩა ზერაგია, ბევრს უყვარს. ამ სერიალის ფანკლუბია შექმნილი, სადაც 120 000 ადამიანია გაწევრებული. ჩემთვის ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ხალხისგან იმდენი სიყვარული, სითბო ვიგრძენი, ამას არ ველოდი.

ოპერაცია რთული იყო, ექვსსაათნახევარი მიმდინარეობდა. უფლის წყალობით, ნელ-ნელა დავდექი ფეხზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g