ქსელში კვლავ აქტუალური გახდა თებერვალში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად სემ მენდესი ,,ბითლზის” თითოეულ წევრზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს.
ივნისში, ბრიტანელ რეჟისორთან დაახლოებულმა წყარომ ტაბლოიდებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფილმმეიკერს ,,ლივერპულელი ოთხეულის” როლებზე მისი კანდიდატები უკვე ჰყავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მენდესს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენატარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, ახლახან, ინტერნეტში კვლავ დაიწყეს საუბარი იმ მსახიობების შესახებ, რომელთაც შესაძლოა ოთხ სხვადასხვა ბიოპიკში – ჯონ ლენონის, პოლ მაკკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის როლები მოირგონ.
• ჯონ ლენონის როლზე მოიაზრებიან: ჰარის დიკინსონი, აარონ ტაილორ-ჯონსონი, პოლ დანო და კიტ კონორი;
ჰარის დიკინსონი
• პოლ მაკკარტნის როლზე მოიაზრებიან: პოლ მესკალი, ჯეიკობ ელორდი, ტომ ჰოლანდი, ჯიმი ბელი და ტიმოთი შალამე;
პოლ მესკალი
• რინგო სტარის როლზე მოიაზრებია: ბარი კეოგენი, დენიელ რედკლიფი და დენიელ დეი-ლუისი;
ბარი კეოგენი
• ჯორჯ ჰარისონის როლზე მოიაზრებიან: ჯოზეფ ქუინი, ჩარლი როუ და ასა ბატერფილდი.
ჯოზეფ ქუინი
შეგახსენებთ, რომ მომავალ ბიოპიკებში, რომელთა პრემიერა 2027 წელს იგეგმება, კვარტეტის წევრების ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიებს ვიხილავთ.
ცნობისთვის, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის შესახებ ფილმები აქამდეც გადაღებულა, თუმცა საგულისხმოა, რომ მომავალი პროექტი ოთხი იქნება და არა – ერთი, რაც ინტერესს მათ მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს.