LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ნინო ლეჟავა ზოომაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს: „დილის ათის ნახევრიდან რვის ნახევრამდე „მოჭრილ“ 10 ლარზე ვმუშაობ…“

23650
ninolejavanews

მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში ცხოველების სიყვარულმა გადაარჩინა და ზოომაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

ნინო ლეჟავა:

„ახლაც, პანდემიის პერიოდში, ფსიქიკურად შეშლას ცხოველების მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გადამარჩინა: ყველაფერი რომ გაჩერდა, ზოომაღაზიაში დავიწყე მუშაობა. შევისწავლე – დიპლომის გარეშე, რომელი მსუბუქი წამლების გაყიდვის უფლება აქვს ადამიანს… თან, ზოომაღაზია ჩემს სახლთანაა… მართალია, მერე თეატრები გაიხსნა, მაგრამ აქ მუშაობა ხელს არაფერში მიშლის: არც გადარებებში, არც თეატრში… ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხელს მიწყობენ. ჩემი იქ ყოფნა ყოველთვის უხარიათ. კარგი ჯგუფია. თუ 2-3 საათით ვარ გასასვლელი, მხარში მიდგანან: თუ მთელი დღით მივდივარ, ზოომაღაზიაში ვიღაც მცვლის…

კონსულტანტად მუშაობთ?

დიახ. ადამიანები ბედნიერები არიან, როცა მცნობენ, – ვაიმე, ნამდვილად თქვენ ხართ, თუ მეშლებაო (იცინის)?! სურათებს ვიღებთ.. კარგად ვხალისობთ.

ფინანსური ინტერესი გქონდათ, როცა ზოომაღაზიაში მუშაობას იწყებდით?

არაფერი მაქვს დასამალი: დილის ათის ნახევრიდან რვის ნახევრამდე „მოჭრილ“ 10 ლარზე ვმუშაობ… ეს ის თანხა არაა, რომ თქვა, ამის გარეშე წარმოუდგენელიაო, სამაგიეროდ, ის 10 ლარი თუნდაც იმის ფული, რომ ადამიანი მშიერი არ მოკვდეს, ხომ? ამას თეატრის ხელფასიც ემატება, რომელიც განაწილებული მაქვს კომუნალური გადასახადების თუ სხვადასხვა ხარჯის დასაფარად, არა? „ზედმეტი“ შემოსავალი წამადგა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g