მსახიობი რუსუდან კიკნაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია „პირველ არხს“ ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
რუსუდან კიკნაძე მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: „გიორგობისთვე“ (1966), „ფერისცვალება“ (ეკა, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ტატა, 1969), „თვალი პატიოსანი“ (მედეა, 1976), „მონანიება“ (1984), „ფესვები“ (1987), „დანაშაული მოხდა“(1988) და სხვ.
რუსუდან კიკნაძე ბოლო პერიოდში აშშ-ში ცხოვრობდა.