ჰოლოვუდელ მსახიობს ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობი საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ამჟამად ცოლ-ქმარი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფება.
„დაღლილობას ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.
როგორც ავსტრალიური მედია წერს, ტომი და რიტა ავსტრალიაში ფილმის გადაღების გამო ჩავიდნენ.
მსახიობი ახალ ფილმში ელვის პრესლის მენეჯერის, ტომ პარკერის როლს ასრულებს.
https://www.instagram.com/p/B9nVasnBNF5/