LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილი თქვენ! – ტომ ჰენკსი ყველას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

129
henks

ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე ტომ ჰენკსმა თქვა, რომ სირცხვილია, როცა ამ უბრალო და მარტივ რამეებს არ იცავენ და სხვების ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან.

“სულ სამი რამის გათვალისწინებაა იმისთვის საჭირო, რომ ხვალინდელ დღემდე მივიდეთ: ვატაროთ ნიღბები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და დავიბანოთ ხელები. ეს ყველაფერი ისეთი მარტივი და ადვილია, ვინ არ იცავს მინდა გითხრათ – სირცხვილი თქვენ!” – თქვა ტომ ჰენკსმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

ტომ ჰენკსი ერთ-ერთი პირველია ცნობილი ადამიანებიდან, ვინც კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა. კოვიდ 19 აღმოაჩნდა მის მეუღლესაც. ეს პერიოდი ტომ ჰენკსმა მეუღლესთან ერთად სრულ იზოლაციაში გაატარა.

მკურნალობის შემდეგ მან უსასყიდლოდ გასცა თავისი სისხლის პლაზმა, იმისთვის, რომ ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებოდა.

შეგახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. 
ბოლო პერიოდში შტატებში ქვეყანაში დღეში 100 ათასამდე შემთხვევაც კი დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები