მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
„კარგად ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის… “ – მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ
მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, მისმა თაყვანისმცემლებმა.
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.