LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობაზე 16 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო აქცია იგეგმება

368
67323199-735981776833312-5044176572160933888-n

სამშენებლო სამუშაოებზე, გუშინ გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის გამო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია იგეგმება. 

ვინ არის ტრაგედიას გამოქცეული 16 წლის ბიჭი, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა

არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო...

აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობასთან პარასკევს 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

ისინი მომხდარზე ახალი მინისტრის კომენტარს ელიან. ორგანიზატორებს აინტერესებთ რა ხედვა და გეგმა აქვს მას არსებულ კრიზისულ ვითარებაში.

„16 წლის ახალგაზრდა შეეწირა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების არ არსებობას. 1200 ზე მეტი ადამიანია მკვდარი ან დასახიჩრებულია სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში ან არ არის სამუშაო ადგილები ან არის და საშინელი პირობებია. შევიკრიბოთ პარასკევს 2 საათზე შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოვთხოვოთ ახალი მინისტრის პასუხი. რა ხედვა და გეგმა აქვს მას არსებულ კრიზისულ ვითარებაში,“ – ვკითხულობთ „ფეისბუქზე“ შექმნილი ღონისძიების აღწერაში.

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი საკმაოდ გაჭირვებულია. 

მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა - თეო გილიგაშვილი

დედის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა.

სოციალური პირობების გამო, გიორგი თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა, თუმცა არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო და სიცოცხლე ლიფტის შახტში დაასრულა [სამშენებლო ლიფტის დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა].

mazda magti 5g