LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობელი რას ეუბნება შვილს? „შენ თუ ისწავლი, გექნება ბევრი ფული“ ძალიან არამყარი არგუმენტია, მინდა გითხრათ, რაც უფრო არ ისწავლი, უფრო მეტი ფული გექნება ხანდახან ჩვენს ქვეყანაში – თამარ გაგოშიძე

10439
tamargagoshidzenews34445

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად მშობლების მიერ გამოყენებული მეთოდები, არასწორია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ​აღმოვაჩინოთ ჩვენი შვილის ინტერესი. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, რა თამაშებით თამაშობს ჩვენი შვილი და ერთხელ მაინც მასთან ერთად ვითამაშოთ ეს თამაში. თუ თამაში მძიმე და აგრესიულია, მარტო აკრძალვა არ უშველის. ამ შემთხვევაში დისკუსია აუცილებელია. დისკუსიაში უნდა გამოიწვიო ბავშვი, რომ აუხსნა რატომ არის მნიშვნელოვანი მან განახორციელოს „უნდას“ შესაბამისი აქტივობა. ბავშვმა „მინდასა“ და „უნდას“ შორის განსხვავება უკვე 7 წლის ასაკში უნდა იცოდეს. ზუსტად მაშინ არის კრიტიკული პერიოდი, 14 წელიც არის კრიტიკული პერიოდი. ამ ასაკშიც ბავშვს სიამოვნება უნდა, ისევე როგორც, 6-7 წლის ასაკში.

ჩვენი სკოლები იმისთვის არის, რომ უსიამოვნება მიანიჭონ  და ​ვისაც სწავლა უყვარს, იმასაც გადააყვარონ. მშობელი რას ეუბნება შვილს? „შენ თუ ისწავლი, გექნება ბევრი ფული.“ ძალიან არამყარი არგუმენტია, მინდა გითხრათ. რაც უფრო არ ისწავლი, უფრო მეტი ფული გექნება ხანდახან ჩვენს ქვეყანაში. სწავლისთვის სწავლა, პროცესისგან სიამოვნების მიღება? აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული: ყოფნა თუ ფლობა? ჩვენ ფლობის რეჟიმში ვართ სულ“, – განაცხადა თამარ გაგოშიძემ „რადიო იმედის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g