ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეორე გოგონას ლილი დაარქვეს.
ჯანეტი სახელის შერჩევასთან დაკავშირებულ საოცარ ისტორიას გვიზიარებს:
„მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში მოირბინა ჩემთან გოგონამ, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს.. შემომხედა და მკითხა: „მუცელში პატარა გყავს? და რა უნდა დაარქვათ?“ – ჯერ არ მოგვიფიქრებია, ვუპასუხე…
უეცრად გოგონა მეუბნება – „და ლილი რომ დარქვათ, არ გინდათ?“
ეს ჩემთვის, თითქოს, ნიშანი იყო, რადგან ნოეს დედიკოს ლილი ერქვა და ეს სახელი ყოველთვის მომწონდა… თითქოს, სითბოსა და სინაზეს აერთიანებს,“ – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ვიდეო: „ულამაზესები და უჭკვიანესები“ – რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
ფოტო: ულამაზესი ოჯახი – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი თავის გოგონებთან ერთად პოზირებენ