მშობიარობიდან სამ კვირაში რეიჩელ მაკადამსი შეუდარებელ ფორმაში გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. ის „ტრაიბეკის“ კინოფესტივალზე ახალი ფილმის „მოუნანიებლების“ პრემიერას დაესწრო, სადაც რეიჩელ ვაისთან ერთად მთავარ როლს ასრულებს. მისი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სიურპრიზი გამოდგა, რადგან 39 წლის ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა აპრილის დასაწყისში იმშობიარა და პრაქტიკულად სამ კვირაში ფანტასტიკურ ფორმებს დაუბრუნდა.
რეიჩელ მაკადამსი წითელ ხალიჩაზე იტალიური ბრენდის, Giambattista Valli-ის გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა, რომელიც სიმბოლურად ფარავდა სხეულს. დეკოლტირებული კაბა მინიმალისტურად იყო დატვირთული აქსესუარებით და თავად მსახიობს საოცრად უხდებოდა. პრემიერას ასევე მსახიობი რეიჩელ ვაისიც ესწრებოდა.