LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლების სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის, ახალი პროგრამა შეიქმნება

9207_1

იქმნება ელექტრონული პროგრამა, რომელიც სასკოლო პროცესში მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების უწყების წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს, მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.

ამის შესახებ განათლების სამინისტროში მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის, მისი მოადგილის, ნათია ზედგინიძისა და მანდატურის სამსახურის გელა გელაძის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტ „უსაფრთხო სკოლის” პროექტს ეხება.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში.

დღეს, საქართველოს მასშტაბით 8 ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს: თბილისში – 2, რუსთავში, თელავში, გორში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g