მედიაში კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უფროს ქალიშვილს, 12 წლის ნორდს მწვავედ აკრიტიკებენ. თინეიჯერი გოგონას სხეულის მოდიფიკაციამ მედიკოსებშიც დიდი კრიტიკა და განხილვა გამოიწვია. ისინი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
გოგონა სულ უფრო და უფრო გამომწვევი და ავანგარდული იმიჯით ჩნდება, – პირისნგები, ტატუები, მკვეთრი ფერის თმა და ა.შ…
სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ნებისმიერი სახის სხეულის მოდიფიკაცია, მათ შორის ისეთი პროცედურებიც, რომლებიც ზედაპირული და უწყინარი შეიძლება ჩანდეს, არასრულწლოვანებისთვის განსაკუთრებით სარისკოა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოზარდის სხეული ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, რაც ინვაზიურ ან ნახევრად ინვაზიურ ცვლილებებს მნიშვნელოვნად საფრთხის მატარებელს ხდის.
„მშობლებო, ფრთხილად!“, – აცხადებენ ექიმები.
კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილის ექსტრავაგანტური გამოჩენა