LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშპ-ს 3%-იან ზრდას ვარაუდობენ

29

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

როგორც ქუმსიშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები პოზიტიურია. ”ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს.  საქსტატმა გამოაქვეყნა მშპ-ს წინასწარი ზრდა და ეს არის 5,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მშპ-ს-ზრდის 3%-ზე გავალთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის დარგში 30%-იანი ზრდა ფიქსირდება , მეტალურგიული პროდუქტების წარმოებაში – ასევე 30 %, სამთო მოპოვების მრეწველობაში 15 %-იანი ზრდა , სასტუმროებსა და რესტორნებში -10 %-იანი, ხოლო საფინანსო შუამავლობაში 9 %-იანი ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g