LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა

136
1622491594-ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

“2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში,” – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2022 წლის ნოემბერში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი კომპანიების) ბრუნვამ 11.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები