სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მშპ-ში უმნიშვნელოდ – 0,4%-ით შემცირდა მრწეველობის წილი, ამდენითვე გაიზარდა მშენებლობის წილი.
2014 წლის მშპ-მ მიმდინარე ფასებში 29 150,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,6 %-ით აღემატება. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 4,6%-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,8%-ით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია
ვაჭრობის და მრეწველობის სექტორებს, შესაბამისად, 17,5% და 16,9%. მშპ-ში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის წილი 10,4%-ია, სახელმწიფო მმართველობის – 9,9%, სოფლის მეურნეობის – 9,3%, მშენებლობის –7,1%, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების –6 %.