LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

"მშურს ბავშვების, რომლებსაც ომი არ უნახავთ. მშურს, თან მიხარია, მათი ბავშვობა დიდხანს გაგრძელდება"

134
67p0

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. მოსკოვი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და მცოცავი ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს. სოციალურ ქსელში მოქალაქეები აგვისტოს ომის პირად ისტორიებს და განცდებს იხსენებენ.

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე წერს:

“ერთი დღით ადრე ყველა ერთად ვთამაშობდით ომობანას. გავითვალეთ, მერე კი ქართველებად და რუსებად დავიყავით. იმ დღეს გავიმარჯვეთ.

ხის ჯოხებით შეიარაღებულებმა მოვკალით ბოროტი რუსები და სოხუმის დასაბრუნებლად, მეორე კორპუსის ეზოში შევიჭერით.

მოვიგეთ… ჩვენია… სიხარულისგან ვყვიროდით.

გვიხაროდა და თავიდან ვითვლიდით.

იმ ღამით ფოთი დაბომბეს.

მახსოვს ყველა დეტალი,

თუმცა, ყველაზე კარგად მახსოვს დედა.

– მალე ჩამოვალთ და წამოგიყვანთ დე, მითხრა და გაითიშა. მერე აღარ ირეკებოდა.

ტელევიზია გაითიშა. მერე შუქი ჩაქრა.

ბოლოს ხაზები გადაიტვირთა.

მხოლოდ 14 საათის შემდეგ შემოვიდა შემდეგი ზარი, კარგად ვართ. თბილისი გადაურჩაო.

ამოვისუნთქე, ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, მაგრამ ყველას ასე არ გაუმართლა.

მშურს ბავშვების, რომლებსაც ომი არ უნახავთ. მშურს, თან მიხარია. მათი ბავშვობა დიდხანს გაგრძელდება. ჩვენი 11 წლის წინ დამთავრდა, ისე რომ არც დაწყებულა”

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო.

აგვისტოს ომის გმირი ქართველი ექიმი, რომელიც დაბომბვის დროს ოპერაციებს აკეთებდა და ომში თავადაც დაიჭრა ემიგრაციისთვის გავიმეტეთ

გაისმა გრუხუნი და შავი მტვერი წამოვიდა. მერე მარჯვენა ფერდში არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, თავი ვეღარ წამოვწიე, ზედ ნანგრევები მეყარა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g