LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

82

თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13-14 წლის მოზარდი სავარაუდოდ, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება მძღოლს, ის ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება, სადაც პოლიციის და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმოს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g