„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი, 34 წლის ნინა დობრევი სნოუბორდინგის ოლიმპიურ ჩემპიონზე, 36 წლის შონ ვაითზე დაინიშნა. მსახიობმა ემოციური მომენტების აღმნიშვნელი ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა სათაურით:
„მშვიდობით შეყვარებულო, სალამი საქმროვ“.
დობრევმა გამოცემა „ვოგის“ დეტალები უამბო და აღნიშნა, რომ ხელის თხოვნა მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ირკვევა, შონმა ნინასთან ოფიციალური წერილი გააგზავნა, სადაც ეწერა, რომ მსახიობი ანა ვინტურთან ერთად „ვოგის“ ვახშამზე იყო მიწვეული. როცა ნინა რესტორანში მივიდა, აღმოაჩინა, რომ იქ მხოლოდ ვაითი და ფოტოგრაფი ელოდა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა დობრევს ხელი 5 კარატიანი ბეჭდით, ნიუ-იორკში, რესტორან Golden Swan-ში სთხოვა.
ცნობისთვის, ნინა და შონი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან. მანამდე, დობრევი „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავს, დეიმონის როლის შემსრულებელს, იან სომერჰალდერს ხვდებოდა.