გუდაურში, მოულოდნელად საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 9 ადამიანი.
როგორც “ფოტუნას” მთის კურორტების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, უბედურ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“მთავარია, რომ მსხვერპლი არ არის. დაშავებულია 9 ადამიანი”, – განუცხადეს “ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების სააგენტოში და აღნიშნეს რომ დეტალურ ინფორმაციას შემთხვევასთან დაკავშირებით, ცოტა ხანში გაავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა.