ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა მარნეულში. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ორი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული კაცი კი დაშავდნენ და ისინი ამ დროისთვის უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ერთმანეთს “ოპელ ასტრა” და “ფორდის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გარდა, პოლიციაც იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება 267-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილით დაიწყო.