2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარი იყო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასები 279.4 ლარითაა გაზრდილი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათი ცნობით, იანვარ-მარტის პერიოდში ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა. წლიური ზრდა 208.8 ლარია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გადანაწილდა: მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალოდ, 716 100 ადამიანი იყო დასაქმებული. მაჩვენებელი წლიურად 6.3%-ით გაიზარდა. 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით კი, დასაქმებულთა რაოდენობა 24 900-ით შემცირდა.