LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახური, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ გაცნობის მიზნით, ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

177
სისტემა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) გაცნობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

ახალ სატრანზიტო სისტემასთან მიერთების შედეგად საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით შეუფერხებლად, ყოველგვარი შუალედური/დამატებითი ფორმალობების გარეშე განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სახელმწიფოებში (ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე ევროპის თავისუფალი გაერთიანების წევრი ქვეყნები (ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, მაკედონია და დიდი ბრიტანეთი) – სულ 36 ქვეყანაში.

საინფორმაციო შეხვედრის მსვლელობისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის, შინაარსისა და გამოწვევების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას უწყების უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, მოადგილეები კიაზო ახალაია, მერაბ არახამია და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

magti 5g