LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილი იაპონური ინვესტიცია საქართველოში და 2800 პროდუქტი ერთ სივრცეში

885

“მინისო ჯგუფი” უკვე საქართველოშია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლევან აროშიძე “ბიზნესნიუსთან” საუბარში აცხადებს, ბრენდი აქცენტს დაბალ და საშუალო სეგმენტზე აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია. მისი თქმით, პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და ამის დასტურად აროშიძეს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. რა სიახლეებს და აქციებს შესთავაზებს მენეჯმენტი მომხმარებელს საახალწლოდ და როგორია კომპანიის 2017 წლის გეგმები?

 

– ბატონო ლევან, როდის დაარსდა თქვენი კომპანია და რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

– კომპანია სულ რამდენიმე დღის წინ დაარსდა და პირველი მაღაზიით 10 დეკემბერს წარსდგა მომხმარებლის წინაშე სავაჭრო ცენტრში“ სითი-მოლი გლდანი“, მეორე კი, 16 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში სავაჭრო ცენტრში „ისთ-ფოინთი“. რაც შეეხება პროდუქციას – ზოგადად „მინისო-ჯორჯიას“ პორტფელში 7 000-მდე დასახელების პროდუქტია გართიანებული, საქართველოში კი, 2 800-ზე მეტითაა  წარმოდგენილი, რომელთა შორისაა საყოფაცხოვრებო ნივთები, ელექტროაქსესუარები და სათამაშოები, ბიჟუტერია, კოსმეტიკა და პარფიუმერია, ანუ ყველაფერი, რითაც ჩვენი მომხმარებელი შეიძლება დაინტერესდეს.

– თქვენ საკმაოდ მსხვილი ბრენდს წარმოადგენთ. ძირითადად რაზე აკეთებს აქცენტს თქვენი კომპანია?

– მსოფლიოს 48 ქვეყანის მსგავსად, „მინისო“ საქართველოშიც სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: უმაღლესი ხარისხი, ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი უნიკალური პროდუქტი და ძალიან დაბალი ფასები. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ „მინისოს“ პროდუქცია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

– საინტერესოა, როგორ განსაზღვრავს კომპანია პროდუქციის მაღალ ხარისხს?

– კომპანიის ნებისმიერი პროდუქტი ხარისხის მინიმუმ ერთთვიან კონტროლს გადის, რომელშიც 300-მდე იაპონელი სპეციალისტი მონაწილეობს და ბაზარზე მხოლოდ ხარისხის კონტროლის რამდენიმე, საკმაოდ სერიოზულ ეტაპის გაივლის შემდეგ ხვდება.

– როგორია თქვენი პროდუქციის მინიმალური ფასი?

– ქვედა ზღვარი სულ რაღაც 2, 95 ლარს შეადგენს, ზედა კი – 48 ლარს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი  პროდუქტის თითქმის 70%-ის ფასი 5, 95 ლარსა და 11, 95 ლარს შორის მერყეობს.

– საახალწლოდ რა აქციებს სთავაზობთ მომხმარებელს?

– საახალწლო აქციებს 20 დეკემბერს დავიწყებთ. ფასდაკლებით გაიყიდება საახალწლო აქსესუარები, საჩუქრები იქნება გარკვეული თანხის შენაძენზეც. თუმცა, „მინისოს“ მთავარი იდეა ისეთი საფასო პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ სეზონზე მისცემს საშუალებას ფიქსირებულად დაბალ ფასად შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას?

– ჩვენი გეგმები დიდი ხნით ადრე გაიწერა. 2018 წლის ბოლომდე მინიმუმ 10 დამატებითი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, რომელთა შორის 7 თბილისში იქნება სამი კი, რეგიონებში. გარდა ამისა, ჩვენი გეგმა 2018 წლამდე მინიმუმ 250 ადამიანის დასაქმებასაც ითვალისწინებს.

– პროდუქტის ასორტიმენტის გაფართოვებას ხომ არ აპირებთ?

– აუცილებლად, 2017 წელს, მესამე მაღაზიაში, უკვე მთლიანი ასორტიმენტით, ანუ 7 000 უნიკალური პროექტით ვიქნებით წარმოდგენილი.

– საინტერესოა, როგორ იქმნება ბრენდის პროდუქტის უნიკალური დიზაინი?

– „მინისოს“ საკუთარი დიზაინ-სტუდიო აქვს, არა მარტო იაპონიაში, არამედ ნორვეგიასა და ჰოლანდიაშიც. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზე ცნობილი დიზაინერები მუშაობენ, რომელიბიც სპეციალურად „მინისოსთვის“ ქმნიან განსხვავებული დიზაინის პროდუქტს.

 

მაია მამულაშვილი

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები