LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილი ზომის კომპანიების წლიური ზრდა 10%-ია – Bia.ge

54
revenue-e1458930380536-620x330

2020 წელს წინა წელთან შედარებით, მსხვილი ზომის კომპანიების რიცხვი 11.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში კომპანია “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკურად მსხვილი ზომის კომპანიების საშუალო წლიური ზრდა 10%-მდე ფიქსირდება.
ამასთან, Bia.ge-ზე შესაძლებელია გამოვყოთ საქმიანობის კატეგორიები, სადაც ყველაზე მეტი მსხვილი ზომის კომპანია გვხვდება, შესაბამისად იგულისხმება, რომ მათთან ყველაზე მაღალი არის ბრუნვის მაჩვენებლები; აღნიშნული კატეგორიების სფეროებია:
• სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;
• კვების პროდუქტები;
• მედიცინა, სილამაზე, სპორტი
• საოფისე და საოჯახო საქონელი
• სოფლის მეურნეობა;
• საკონსულტაციო

ყველაზე მცირე რაოდენობის მსხვილი კომპანიები კი გვხვდება;
• გარემოს დაცვა, გამწვანება ეკოლოგია
• გართობა
• უსაფრთხოება;

ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით მსხვილი ზომის კომპანიების 45% ახორციელებს იმპორტს. იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით გადანაწილება, რომ მიმოვიხილოთ ტოპ 5 საიმპორტო ქვეყანა, საიდანაც მსხვილი კომპანიების უმეტესი ნაწილი ახორციელებს იმპორტს, არის:
• თურქეთი;
• გერმანია
• ჩინეთი;
• იტალია
• რუსეთი და უკრაინა თანაბრად.
იმპორტიორი პროდუქციის ჩამონათვალში ძირითადად გვხდება:
1. სხვადასხვა სამშენებლო მასალების, მასალების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის და დანადგარების იმპორტი.
2. მედიკამენტების, სამედიცინო ნაწარმის, სახარჯი მასალების, აპარატურის იმპორტი.
3. შერეული სახის კვების პროდუქტების და სხვადასხვა სახის კვების პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო ძირითადი ნედლეულის იმპორტი.
4. საყოფაცხოვრებო პროდუქციის, ტექნიკის იმპორტი.
5. ავტომობილის ზეთების, ფილტრების, აკუმლატრების, ნაწილების, სახარჯი მასალის იმპორტი;
6. კომპიუტერული, საყოფაცოვრებო ელექტო ტექნიკის იმპორტი;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g