მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევისთვის ემზადებიან.
BBC-ის ცნობით, ერთობლივ განცხადებაში, ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან რუსული შეჭრით გამოწვეული პოტენციური გვერდითი ეფექტებით.
ამ მხრივ ისინი სასაქონლო ფასების ზრდას, ფინანსური ბაზრების შეფერხებებსა და გლობალური ინფლაციის შემდგომი გაძლიერების რისკებს გამოყოფენ.
გამოცემის თქმით, მსოფლიო ბანკი მომდევნო თვეებში უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება, აქედან 350 მილიონს ქვეყანა მომდევნო კვირებში მიიღებს. რაც შეეხება მსოფლიო სავალუტო ფონდს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოთხოვნას გადაუდებელი დაფინანსების შესახებ სწრაფ რეჟიმში განიხილავენ.
სავალუტო ფონდში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის ივლისამდე 2.2 მილიარდი დოლარის დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი.