LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა უკრაინას დამატებით 500 მლნ დოლარი გამოუყო

52
original

მსოფლიო ბანკმა უკრაინას დახმარების სახით დამატებით 500 მილიონი დოლარი გამოუყო. თანხა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და აუცილებელი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფას მოხმარდება.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ ბერლინში მსოფლიო ლიდერებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელების კონფერენცია იმართება, სადაც უკრაინის აღდგენის საკითხს განიხილავენ.

ბერლინში მიმდინარე კონფერენციას – საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად მასპინძლობს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული და კიევის მხარდაჭერა ბლოკს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს.

„ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ უკრაინელების გვერდით და მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ – დახმარება, სწრაფი რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, დასაკარგი დრო არ გვაქვს, განადგურების მასშტაბები შემაძრწუნებელია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზარალის მოცულობა 350 მილიარდ ევროს შეადგენს“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g