LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ეკონომიკურ ინდექსში საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს

47

მსოფლიო ეკონომიკურ ინდექსთან დაკავშირებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერერმა 2016 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 159 ქვეყანას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს.

საქართველო სიაში ჰონკონგის, სინგაპურის, ახალი ზელანდიის და შვეიცარიის შემდეგ იკავებს ადგილს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გავავრცელოთ ინვესტიციების მოსაზიდად. ამ სიაში საქართველო 2015 წელს მეთორმეტე ადგილზე იყო, 2014 წელს მეთექვსმეტეზე, 2013 წელს 24, 2012 წელს კი 53-ე პოზიცია ეკავა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს წინსვლა განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა ისეთ სფეროებში როგორიცაა ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკუთრების უფლების დაცვა და საკანონმდებლო ცვლილებები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g