LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ირჩევს ქართულს: ულამაზესი ოლივია კულპო „ელოშის“ თეთრ კაბაში (ფოტო)

246

ამერიკელი მოდელი, „მის ამერიკის“ ტიტულის მფლობელი და „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსის  გამარჯვებული ოლივია კულპო ქართველი დიზაინერის კაბაში გამოჩნდა. 25 წლის ლამაზმანი ნიუ-იორკში Timex -ის საათების ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, სადაც ქართული ბრენდის, „ელოშის“ მიერ შექმნილ თეთრ კაბაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მსახიობმა და მოდელმა ლელა ელოშვილის მიერ შექმნილ კაბას თეთრი ფეხსაცმელი და  მინიმალისტური მაკიაჟი შეუხამა.

ფოტოები „ელოშის“ ფეისბუქ–გვერდსა და გამოცემა „დეილი მეილის“ გვერდზე გამოჩნდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ელოშის“ სამოსში მსოფლიო ვარსკვლავს ვხედავთ. თებერვალში ცნობილი ქართული ბრენდის შავი კაბით მოდელი ჯიჯი ჰადიდი ვიხილეთ.

რაც ეხება ოლივია კულპოს, ის 2012 წელს „მის ამერიკისა“ და „მის სამყაროს” კონკურსების გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით ახალგაზრდა მოდელმა კინომატოგრაფში გადაინაცვლა. 2014 წლიდან მის ფილმოგრაფიაში 5 სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g