LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო პანდემიის დასასრულს არც კი მიახლოებია: ჯანმო

122
94-bce2e

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციებისა და ჯანდაცვის პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიის დასასრულს არც კი მიახლოებია.

“ჩვენ არც კი მივახლოებივართ მის დასასრულს, მაგრამ მეცნიერების დამსახურებით, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი საშუალებები, ვიდრე აქამდე არსებობდა. თუმცა, ჩვენ არ გვყოფნის კოლექტიური სურვილი ქვეყნებს შორის შემოვიღოთ ყოვლისმომცველი და მდგრადი პროგრამები ვირუსთან საბრძოლველად“, – განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო­ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანო გებრეიესუსი აცხადებს, რომ წელს, მსოფლიოში კორონავირუსით 3.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. როგორც ჯანმოს დირექტორი აღნიშნავს, ყოველ კვირას კორონავირუსით 50 000 ადამიანი იღუპება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g