ხშირად, სიტყვა „პოლიტიკოსთან“ მიმზდველობა, სიმპატიურობა და სილამაზე ნაკლებად ასოცირდება და წარმოვიდგენთ საშუალო ასაკის სრულ მამაკაცს, უხეში წარბებითა და მკაცრი ვიზუალით.
თუმცა არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს ამსხვრევენ:
ჯასტინ ტრიუდო
2015 წლიდან კანადის პრემიერ-მინისტრია. მის ბრწყინვალე პოლიტიკურ კარიერაში ლომის წვლილი აშშ-ის ექს-პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს ეკუთვნის.
აარონ შოკი
სპორტული აღნაგობის მამაკაცი წარმოშობით ამერიკიდან არის. 2009 წელს ის კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. აარონმა 13 კანონი მიიღო, რომლებიც ბავშვთა დაცვას, ვეტერანების დახმარებას და საგზაო-სამშენებლო უსაფრთხოებას ეხება.
ჰანს ლინდე
27 წლის ასაკიდან ის შვედეთის პარლამენტის წევრია. 2010 წლიდან კი შვედეთის მემარცხენეთა პარტიას მეთაურობს. ჰანსი აქტიურად იცავს ქალთა უფლებებსაც.
დენ იორგენდენი
დანიელი პოლიტიკოსი 2013 წლიდან ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრია. დენი აქტიურად იცავს ცხოველთა უფლებებს.
ანტერო ვარტია
ანტერო – ფინეთის პარლამენტის წევრია, თუმცა გასულ წლებში ის მასწავლებელი და მსახიობიც კი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ავსტრალიურ დოკუმენტურ ფილმში „საკუთარი ოჯახის პოვნა“.
გვირგვინოსანი პრინცი ფრედერიკი
დედოფალ მარგარიტა მეორის უფროსი ვაჟი დანიის ტახტის მემკვიდრეა. ფრედერიკი აქტიურად არის დაინტერესებული გარემოს დაცვის საკითხებით, უყვარს სპორტი და შედის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში.
პრინცს არ შეუძლია პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, სამაგიეროდ ის გულუხვი ქველმოქმედია.
ზაკ გოლდსმიტი
ზაკი – ბრიტანული პარლამენტის წევრია, რომელიც ადრე ჟურნალისტი იყო. ხელისუფლებიდან კი მას შემდეგ წავიდა, რაც ჰითროუს აეროპორტის დასაშვები ზოლის მშენებლობა დაანონსდა. გოლსმიტი ეკოლოგიის აქტიური დამცველია. მალევე, პარლამენტში ის დამოუკიდებელი მოძრაობით დაბრუნდა.
გაბრიელ ვიქსტრემი
2014 წელს გაბრიელი შვედეთის სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრი გახდა. ვიქსტრიმი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს.
ბრიანა სიმსი
2012 წლიდან ბრაიანი პენსილვანიის დემოკრატიული პარტიის წევრია. სიმსი აქტიურად მონაწილეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების საკითხებშიც.
შეიხი ჰამდან-ჰაზა
დუბაის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ოჯახის 13 შვილიდან ერთ-ერთია. ის არამარტო მიმზიდველი, არამედ უზომოდ მდიდარიც არის. „ფორბსის“ მონაცემებით, მისი ქონება 18 მილიარდი დოლარია. თავისი ქონების ნაწილს შეიხი მუდმივად ქველმოქმედებას მოახმარს.









