LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტით, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე არ დადგება – დეკანოზი ანდრია

andriajagmaize

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

საპატრიარქოში რამდენიმე მღვდელმთავარი უკვე მივიდა, სადაც რამდენიმე წუთში პატრიარქისა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრთა შეხვედრა დაიწყება.

“ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, ძირითადი თემა ეს იქნება”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესია საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდზე მსჯელობის შემდეგ მიღებს.

“ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ავტოკეფალური ეკლესიის არის დამოუკიდებელი ეკლესია. თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე,” – განაცხადა მამა ანდრიამ.

magti 5g