LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საქართველოს დროშის ფერებში – როგორ აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყანაში

732
Untitled design (8)

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და უკვე 30-ედ, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიებები დედაქალაქში აღინიშნება.

ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნას, საქართველოს მეგობარი ქვეყნებიც უერთდებიან და სხვადასხვა სახის ღონისძიებით ულოცავენ:

პირველად ისტორიაში – ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში, განათებული ქრისტეს ქანდაკება რიოში – კორკოვადოს მთაზე, საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია ტორონტოში და ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გამოფენილი ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა – ეს მეგობარი სახელმწიფოების სოლიდარობისა და მილოცვის ფორმის არასრული ჩამონათვალია.

??  ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.

 

??  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

 

??  უკრაინაში, ქ.კიევში საქართველოს დროშის ფერებით განათდა კიევის მერია.

 

??  25 მაისს, წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, “ავენიდა პაულისტაზე” მდებარე განთქმული ცათამბჯენი – FIESP-ის შენობა ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა.

 პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ვროცლავის სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ღონისძიების ფარგლებში ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პოლონეთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუსტად 12 სთ-ზე მიულოცა.

??  21 მაისიდან 30 მაისამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში იქნება განათებული.

 

მადრიდის მთავრ მოედანზე – Plaza Mayor ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია Georgia-ს წარმოდგენა გაიმართა.

 

ანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

 

მინკსის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მონიტორზე საქართველოს საიმიჯო რგოლი ტრიალებს.

 

საქართველოს დროშის ფერებში განათდა სლოვენიაში საქართველოს საელჩო.

 

ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნესცენტრი ასევე საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახა.

 

იტალიაში, ქ.ბარიში, მერიის წინ საქართველოს დროშა აღიმართა.

საქართველოს დროშის ფერებში განათდა საბერძნეთში, თესალონიკის მერიის შენობაც.

 

ირლანდიაში, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 21 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული. აღსანიშნავია, რომ უკვე მეექვსე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დუბლინში ქართული დროშების აღმართვა ხდება.

დუბლინის ლორდ მერის რეზიდენცია ასევე ქართული დროშის ფერებში განათდა.

 

26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა.

ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, ამ დროს შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: “კახური მრავალჟამიერი”, “შენ ხარ ვენახი” და “ჩაკრულო”.

magti 5g