LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ უნდა გააგრძელოს დაჟინებით მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა: ენტონი ბლინკენი

62
ენტონი ბლინკენი

აუცილებელია გავაგრძელოთ დაჟინებით იმის მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა და რომ ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი უკრაინაა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, სანამ უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები არ იქნება დაცული“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა ჰუმანიტარული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევის კუთხით.