„ ანტრაქტიდის ჩათვლით, დედამიწის ყველა კონტინენტი მოვიარე, ჩემი მიზანია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვიმოგზაურო“- ამბობს ტონი ჯაილზი.
ბრიტანელ მამაკაცს სმენაც დაქვეითებული აქვს და ხმების გარჩევა სპეციალური დამხმარე აპარატის საშუალებით შეუძლია, თუმცა ეს არასდროს გამხდარა შემაფერხებელი ფაქტორი, რადგან მოგზაურობისადმი სიყვარულმა ის უკვე 130- ზე მეტ ქვეყანაში ამოგზაურა.
„ზოგიერთი ალბათ იტყვის, რომ მოგზაურობისგან დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ, მაგამ მინდა ყველას ვაჩვენო, რომ მსოფლიოს დანახვა თვალების გარეშეც შეიძლება“
41 წლის ტონი, რომელიც 20 წელია მოგზაურობს BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას შეუძლია ყველაფერი იგრძნოს მის გარშემო თავიდან ფეხებამდე. ამ თავგადასავლებში ტონიმ ბედნიერებაც იპოვა – ბერძენი გოგონა გაიცნო, რომელიც ასევე, უსინათლოა.
ტონის მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება დედა, რომელიც მას ბილეთებს უჯავშნის, რადგან ავიაკომპანიების საიტების უმეტესობას არ აქვს მოწყობილობა, რომელიც უსინათლო ადამიანებს ბილეთის დაჯავშნაში დაეხმარება.
ტონი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს და საცხოვრებლადაც იაფიან სასტუმროებს ირჩევს. არ ჰყავს გიდი და მარშრუტს თავად გეგმავს, თუმცა ამ ყველაფერს გარკვეული ღელვაც ახლავს თან.
„მე უნდა ვიცოდე სად მივდივარ, საკმაოდ კარგი მეხსიერება მაქვს და ჩემით ვგეგმავ ყველაფერს, თუმცა ხანდახან არ ვიცი ვის შევხვდები და რა გადამხვდება თავს, ჩემთვის ეს ნამდვილი თავგადასავალია“
ტონის პირველი მოგზაურობა 16 წლის ასაკში, ბოსტონში შედგა. ხალხთან ურთიერთობა ბრიტანელ მამაკაცს ეხმარება შეიგრძნოს ის გარემო, რომელშიც იმყოფება. 130-მდე ქვეყანაში მოგზაურობის დროს ტონიმ არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწვალა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოც დააგემოვნა.
ტონი ამბობს, რომ ხანდახან ხვდება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ვერ იგებენ, რატომ უყვარს მისნაირ ადამიანს მოგზაურობა
“რატომ უნდა უსინათლო ადამიანს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა?- მეკითხებიან ისინი. პასუხი მარტივია – რატომაც არა?”- ამბობს ტონი