LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება – მიზეზი პანდემიაა

78
icerik-2980

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო 2020-დან 2025 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება, – ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი გიტა გოპინატი ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად აღდგება, პანდემიით გამოწვეული შედეგები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ განსაკუთრებით ისედაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა დააზარალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები