ბრიტანული გამოცემა The Independent მსოფლიოს ხუთ ყველაზე ცუდ აეროპორტს ასახელებს :
- ჯომო კენიატა, ნაირობი.
აფრიკას რამდენიმე ძალიან კარგი საერთაშორისო აეროპორტი აქვს, მათ შორის – ადის აბებასა და კასაბლანკაში, თუმცა კენიის მთავარი აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია.
- ჟენევა.
შვეიცარიელებისგან ასეთი მოუწესრიგებელი აეროპორტი ყველასთვის გასაკვირია.
- შერემეტიევო, მოსკოვი.
1980 წელს აშენებული შენობა ტურისტებს ნამდვილად არ ხიბლავს.
- ფიუმიჩინო, რომი
იტალიის დედაქალაქის აეროპორტში მგზავრებისთვის სრული ქაოსია.
- შარლ დე გოლი, პარიზი
ყველაზე ცუდი აეროპორტების ხუთეულის სათავეში, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, პარიზის აროპორტია. აქედან გამგზავრებაც და ტრანზიტიც მგზავრებისთვის ერთნაირად არაკომფორტულია.

